ლევან მაჭავარიანი: ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია
“ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, “ნაცმოძრაობა” განადგურებულ მდგომარეობაშია.
„აბსოლუტურად განადგურებულ მდგომარეობაშია მოძალადე პარტია და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის და ა.შ. ახლა ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი უშველით, ვერაფერი გადაარჩენთ. წინ აქვთ კიდევ სასამართლო პროცესი. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, საჩივარი გვაქვს შეტანილი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით.
ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.