ვარლამ წიკლაური ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ზამთრის ბანაკს ესტუმრა და ახალციხელ მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს.
“შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე ესწრებოდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში 60-მა ახალგაზრდამ დაუვიწყარი და სასიამოვნო დრო გაატარა. მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.
