ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან

“ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან”, – ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც კაია კალასის გადადგომას ითხოვს.

მახაშვილის თქმით, კალასთან მიმართებით კითხვები დიდი ხანია არსებობს.

„კითხვები კაია კალასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი ხმამაღლა საჯაროდ ალაპარაკდა მის არაკომპეტენტურობასა და სიხისტეზე. ეს [კაია კალასის არაკომპეტენტურობა] არაერთხელ მოვიდა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებთან წინააღმდეგობაში, არაერთხელ დააშვებინა ევროკავშირს გეოპოლიტიკური შეცდომები, მეგობრები გაიუცხოვა, დიპლომატიისა და მშვიდობის ნაცვლად ომზე ალაპარაკებს ევროკავშირს. ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები