გადასცემენ თუ არა ნობელის პრემიას ტრამპს – კომიტეტი აცხადებს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია

ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მშვიდობის პრემიის სხვისთვის გადაცემა შეუძლებელია.

ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ შესაძლოა, 2025 წლის პრემია ტრამპს გადასცეს.

„ფაქტები ნათელი და კარგად დადგენილია. ნობელის პრემიის გამოცხადების შემდეგ, მისი გაუქმება, გაზიარება ან სხვებისთვის გადაცემა შეუძლებელია. გადაწყვეტილება საბოლოოა და სამუდამოდ ძალაშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემია მაჩადოს ვენესუელაში დემოკრატიული უფლებების დაცვისა და ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიაზე მშვიდობიანი გარდამავალი პროცესის ხელშეწყობისათვის გადაეცა.

ორშაბათს, Fox News-თან ინტერვიუში მაჩადომ განაცხადა, რომ ტრამპისთვის პრემიის გადაცემა ვენესუელას მხრიდან მადლიერების გამოხატვა იქნებოდა მათ ქვეყანაში აშშ-ის მიერ განხორციელებული რეიდის გამო, რომლის დროსაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დაატყვევეს.

„გავიგე, რომ მას ამის გაკეთება სურს. ეს დიდი პატივი იქნება“, – უპასუხა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მიიღებდა თუ არა პრიზს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები