ბანგკოკში ახალშობილი გოგონა საპირფარეშოს ავზში იპოვეს
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საოფისე შენობის საპირფარეშოში ახალშობილი გოგონა იპოვეს. შემთხვევა ლატ კრბანგის რაიონში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დასუფთავების თანამშრომელს საპირფარეშოდან ბავშვის ტირილი მოესმა. შემოწმებისას მან საპირფარეშოს წყლის ავზში ახალშობილი გოგონა აღმოაჩინა. ბავშვი, სავარაუდოდ, დაბადებიდან 24 საათზე ნაკლები ასაკის იყო.
გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს ბავშვის მშობლის ვინაობა და გარემოებები, რა პირობებში აღმოჩნდა ახალშობილი საპირფარეშოს ავზში.
