ირაკლი ფავლენიშვილი: ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს, სიმართლეს არ შეესაბამება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფავლენიშვილის თქმით, თინა ბოკუჩავა კითხვებს თავად უპასუხებს.

„ძალიან ბევრი ჭორი მოდის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მას ძალიან მალე იხილავთ და გექნებათ საშუალება მას თავად დაუსვათ კითხვები და თვითონაც იმავეს გიპასუხებთ. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, შეიძლება დღესაც.
ჭორებია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები