გივი მიქანაძე: წლიდან წლამდე ვაღრმავებთ პარტნიორობას და ურთიერთობას ნატო-სთან

“ეს არის ძალიან მაღალი რანგის სამიტი, რომლის ფორმატშიც განიხილება კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ “იმედის” ეთერში, მადრიდის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ნატო-სთან ურთიერთობების განსამტკიცებლად ყველაფერს აკეთებს.

„რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რომ წლიდან წლამდე ვაღრმავებთ ჩვენს პარტნიორობას და ურთიერთობას ნატო-სთან“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები