ნატო საქართველოს მხარდაჭერას გაზრდის ​

​მადრიდის სამიტზე ნატო-ს ლიდერები პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გაფართოების გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ შორის, საქართველოსთვის, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, საქართველოს ნაწილში დაიგეგმება მეტი სწავლების გამართვა, ასევე, თბილისში მისიის გაზრდა.

“საქართველოს არსებითი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კერძოდ, სიტუაციური ინფორმირებულობის, კომუნიკაციების, კიბერთავდაცვისა და წვრთნების ნაწილში, დახმარებას გავზრდით. გავაფართოებთ ნატო-ს სასწავლო ცენტრს თბილისთან და გავზრდით ჩვენი მისიის პერსონალს საქართველოში”, – თქვა მან.

სტოლტენბერგის თქმით, მხარდაჭერის ახალი პაკეტები საქართველოს გარდა მიღებული იქნება – ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, მოლდოვისთვის, მავრიტანიისა და ტუნისისთვის.

ესპანეთის ქალაქ მადრიდში ნატო-ს სამიტი 28-30 ივნისს გაიმართება, რომელშიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები