გია ვოლსკი: არახამიას და ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ინტერესია, საქართველოში რევოლუციური პროცესი დაიწყოს და ამ ყველაფერმა დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანოს

“მას და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვთ, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესი დაიწყოს და ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე, დესტაბილიზაციამდე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას.

„დღის წესრიგიდან მეორე ფრონტის გახსნის იდეა არ მოხსნილა. თუ ამას აქამდე ღიად ლაპარაკობდნენ, ახლა შეამჩნიეს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოებაში პოპულარობა არ აქვს და შემოტევა შემოვლითი გზით გადაწყვიტეს. გამორიცხულია, არახამიას რაიმე მონაცემი ჰქონდეს. იყო საუბარი, რომ პორტში ტანკერი შემოვიდა, რომელსაც რუსული ნავთობი მოჰქონდა. როცა „ნაცმოძრაობამ“ ამის თაობაზე გაიგო, საბუთების გადაკეთება მოითხოვეს, ვითომ ეს ტვირთი ყაზახეთის კუთვნილებაა. სიცრუის მასშტაბს დაუკვირდით – თურქეთი თავის გემით, რუსეთი ნავთობით, ყაზახეთი დოკუმენტების გაყალბებით და ვითომ, საქართველო ჩართულია სქემაში, როდესაც ქვეყანაში სანქცირებული ტვირთი უნდა შემოვიდეს და თან ამერიკელების მიერ აშენებულ პორტში. ამბობენ, რაც უფრო ძლიერია სიცრუე, მით უფრო დამაჯერებელი ხდებაო. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ტანკერის გადაადგილება, მით უმეტეს თუ მასზე ნავთობია, კონტროლდება სერიოზული და მაღალი დონის ტექნიკური მონაცემებით. რაც შეეხება გემს, გემი არც ერთ პორტზე არ შემოსულა, რეიდზე იდგა და როგორც კი დარწმუნდა ქართული მხარე, რომ ამაში აკრძალული ტვირთი იყო, არ შემოუშვა პორტში. დანარჩენი გაარკვიონ იმათ, ვისი გემი და ვისი ტვირთიც იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები