პაატა მანჯგალაძე: არახამიას განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს კონკრეტული მტკიცებულებები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება.

„მის განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებების გარეშე, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ამას დამაჯერებლობა არ ექნება“, – აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები