ერეკლე კოდუა გელაშვილის ცემის საქმეში მონაწილეობას უარყოფს

  ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ერეკლე კოდუა დეპუტატის თავდასხმაში მონაწილეობას და მომხდარ ფაქტთან რაიმე კავშირს უარყოფს. კოდუა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
„ვიღაც ოთხი სპეცრაზმელი მოიყვანეს, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ ვცემეთ გელაშვილი, კოდუამ მადლობა გვითხრა და დაგვაჯილდოვა. ვინ დავაჯილდოვე? რა მადლობა ვუთხარი? ვალერი გელაშვილის საქმესთან არავითარი კავშირი არ მქონია. ვიღაც ოთხმა სპეცრაზმელმა ვითომ უცებ ერთ დღეს გაიღვიძა, ერთად მივიდნენ პროკურატურაში და შეიტანეს განცხადება, რომ ეს გელაშვილი ის არის, ვინც ჩვენ ვცემეთო. ან ისინი რატომ იღებენ ამას თავის თავზე, არ ვიცი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა 1 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები