ლარსთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), მდინარე თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.

ადგილზე იმყოფებიან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა. გზის აღდგენამდე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები