მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: მათი სურვილია კონფრონტაციის გაღრმავება საიმისოდ, რომ პოლარიზების ხარისხის შემცირების რეალური პერსპექტივა არ გაჩნდეს
მათი სურვილია კონფრონტაციის გაღრმავება საიმისოდ, რომ პოლარიზების ხარისხის შემცირების რეალური პერსპექტივა არ გაჩნდეს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც ერთი კვირის ვადაში ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნის შესრულება ტექნიკურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდულია.
“მგონი, ყველა ხვდება, რომ ტექნიკურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდულია, რეალურად ამის დაკმაყოფილება წარმოუდგენელია. ეს მიჩენს მოსაზრებას, რომ ამ ხალხის სურვილი არ არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არამედ კონფრონტაციის გაღრმავება საიმისოდ, რომ პოლარიზების ხარისხის შემცირების რეალური პერსპექტივა არ გაჩნდეს,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.