გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციასთან განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების დაჩქარებას შეუწყობს ხელს, ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას
მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად, განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუ ეს უკანასკნელი კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს.
„ბუნებრივია, რომ მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად, განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა იქნება თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს, ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.