ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად, აღნიშნული საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული მიწა-კლდის მასის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები