კახი კახიშვილი – ოპოზიციის მოთხოვნებზე: ვერ მივხვდი, რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა

ნებისმიერმა ადამიანმა და იურისტმა იცის, როგორ იცვლება ხელისუფლება, ეს არის უტოპიური განცხადება, მიკვირს ისეთი ადამიანებისგან ასეთი განცხადების გაჟღერება, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რადგან იურისტები არიან. მე ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“  საუბრისას განაცხადა.

„ვინ გადაწყვიტა, ვინ არის ეროვნული მთავრობის შემრჩევი. იურიდიულად იმაზე შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ცნობს არჩევნებს, რომელიც შედგა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს და კონსტიტუციის საფუძველზე არჩევნების შედეგად შეირჩა პარლამენტი წევრთა რაოდენობა, მანდატები გადანაწილდა და კონსტიტუციის შესაბამისად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქონდა უმრავლესობა დააკომპლექტა მთავრობა. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა და თეთრზე შავად წერია და ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ აი ამ პოსტულატებს უნდა ვცეთ პატივი.

 

ახლა პოლიტიკურად, ეროვნული მთავრობის შერჩევა მე ვიცი საარჩევნო ყუთთან, როდესაც ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მივიდეს და შემოხაზოს სასურველი კანდიდატი. ეს არის ცნება, როდესაც მოსახლეობა პირდაპირ იღებს მონაწილეობას ხელისუფლების შერჩევაში“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები