უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში, დაღუპული კიდევ ერთი ქართველი გმირი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი:

“დაჭრილი გამოჰყავდა და მოარტყეს ტყვია და საკონტროლო ტყვიაც აქვს დახლილი. კილომეტრ-ნახევარი ათრიეს”, – ამბობს დაღუპულის ახლობელი.

42 წლის ზვიადაურს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, ხვალ კი მას საკუთარ სახლში, საგარეჯოს რაიონ სოფელ გომბორში გადაასვენებენ.

ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა როცა ოკუპანტებმა ზურგში ესროლეს.

შეგახსენებთ, საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები