მანანა არჩვაძე: ნაყაჩაღარი ფულებით გამდიდრებული გელაშვილის დაცვამ დამღალა

  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. მანანა არჩვაძე ინტერსდება, თუ როგორ და რა გზით ფლობს გელაშვილი საკუთარ ქონებას. „კვირა“ მანანა არჩვაძე – გამსახურდიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ნაყაჩაღარი ფულებით გამდიდრებული გელაშვილის დაცვამ დამღალა. ვიღაც გელაშვილის გამო ალიაქოთი არ ჩაწყნარდა, ამ დროს სამარისებრი დუმილია 1991-1992 წლების და მის თანამდევ მოვლენებზე, რაც განხორციელდა საქართველოში გელაშვილისნაირი ყაჩაღებისაგან. რატომ გადაეფოფრეთ პუტჩისტებს, საქართველოს დამაქცევარებს, მკვლელებს, კრიმინალებს, უცხო ქვეყნის ჯაშუშებს, საქართველოს ტერიტორიების გამყიდველებს. ასიათასობით დახოცილი ქართველების მკვლელებს, საქართველოს კონსტიტუციური პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელებს, ვინმე გელაშვილის სახლი გაშფოთებთ და ქართული კულტურის ციტადელის “კოლხური კოშკის” გაძარცვასა და ვანდალურად განადგურებაზე ხმას არ იღებთ, ამას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა, თქვენთვის დაინტერესებული პირების ცემა დასჯადია – ხოლო საქართველოში გენოციდის მომწყობი კრიმინალები დასაცავი?
P.S. თუ შეიძლება საზოგადოებას მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, რა გზებით მოიხვეჭა გელაშვილმა ქონება, ვინმესგან მემკვიდრეობით ხომ არ გადაეცა!!!“, – წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები