ირაკლი ქადაგიშვილი: მიტინგს რომ ჩაატარებ და გულმხურვალე სიტყვით გამოხვალ, არ ნიშნავს, რომ ამით ლეგიტიმაცია გაქვს მთავრობის ჩამოყალიბებისა ან გადაყენებისა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბებული მოთხოვნები შეუსაბამოა იმ გზავნილთან და პერსპექტივასთან, რაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს.

„ეს მოთხოვნები არათუ კონსტიტუციასთან, პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესთან არის შეუსაბამო, ამავდროულად, დღეს კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში შეუსაბამოა იმ გზავნილთან და პერსპექტივასთან, რაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს. დეპოლარიზაციის ნაწილში, ალბათ, ყველაზე მთავარია ის არის, რომ აი ასეთი ტიპის განცხადებებს აღარ უნდა დავუთმოთ ჩვენ დიდი დრო და ვიმუშაოთ, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც არიან პარლამენტში. ის, რომ შენ მიტინგს ჩაატარებ და გულმხურვალე სიტყვით გამოხვალ, არ ნიშნავს, რომ ამით ლეგიტიმაცია გაქვს მთავრობის ჩამოყალიბებისა ან გადაყენებისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები