სოზარ სუბარი: ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გუშინდელ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, ამ გაწვდილი ხელის აბსოლუტური უარყოფა და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებსაც ხალხმა არაერთხელ უთხრა, რომ მათ არასდროს აირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნათლად დაინახავს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – აცხადებს სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები