ჯანმო: ბავშვებში გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის 900-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოს 33 ქვეყანაში, ბავშვებში, 920 უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შესაძლო შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს 270 შემთხვევით მეტია, ვიდრე მაისში იყო. დაფიქსირებულ შემთხვევათა ნახევარი ევროპაზე მოდის, მათ შორის 267 – დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება. 422 შემთხვევიდან, რომელთა მიმართაც არსებობს ინფორმაციაზე წვდომა სქესისა და ასაკის შესახებ, ნახევარზე მეტი ბიჭზე მოდის, რომელთა ასაკი ძირითადად 6 წელზე ნაკლებია.
45 ბავშვს მწვავე ჰეპატიტით ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. დაფიქსირებულია 18 დაღუპული. მათი უმრავლესობა ამერიკაშია.