აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოქმედებდა.

საუბარია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილებაზე (Roe v. Wade), რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური დონეზე იყო დაცული.

საქმეზე „Roe v Wade“ 1973 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება – ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აბორტის უფლება ამერიკულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განხილვებისა და დაპირისპირების საკითხი გახდა. აშშ-ის კონსერვატიული ჯგუფები, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, მიიჩნევენ, რომ აბორტის უფლება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები