აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
უკრაინული მედიის ცნობით, როგორც ბლინკენმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთმა მის მიერ გაჩაღებულ ომში უკვე წააგო.
„უკრაინელები წარმოუდგენელი გამბედაობით იცავენ თავს, რუსეთმა კი უკვე წააგო. პუტინის მიზანი, როგორც თავად თქვა, იყო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის განადგურება. ეს მიზანი ჩავარდა. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი იცოცხლებს“, – განაცხადა ბლინკენმა.
მანვე დასძინა, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ დონბასში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, გადამწყვეტი გამარჯვებისგან შორს არის და მიღწევები, რაც მან უკვე მოიპოვა, ძვირად დაუჯდა.