თბილისში მოკლული ბიზნესმენის ვინაობა ცნობილია

ცნობილი ხდება, რომ ბაგებში, ცოტა ხნის წინ, მოკლული პირი, ბიზნესმენი ლევან კაჭარავაა.

არსებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ლევან კაჭარავა „Silk Road Group“-ის თანადამაარსებელია, რომელიც 53 წლის იყო. ბიზნესმენი საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს. ამასთან, მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები