ზურაბ ჯაფარიძე: ქართველი ელჩები ვიტალი ჩურკინისათვის არ შემიდარებია

  ქართველი ელჩები ვიტალი ჩურკინისთვის არ შემიდარებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ამბასადორიალის პირველი ნაწილის დასრულების შენდეგ განაცხადა. ჯაფარიძე განმარტავს, რომ ადგილი აქვს მისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციას.
“ელჩები მე ჩურკინისთვის არ შემიდარებია. დიპლომატებთან შეხვედრაზე მაია ფანჯიკიძემ გააკეთა ასეთი ინტერპრეტაცია, თიქთოს მე შევადარე ელჩები ჩურკინს, რაც არ გამიკეთებია. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ელჩებს ჰქონდეთ ინფორმაცია ოპოზიციის მხრიდანაც, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია, რომ ქცევებით და განცხადებებით ჩურკინს არ დაემსგავსონ. იგივე განცხადება დარბაზშიც გავიმეორე. ვადასტურებ, რომ ვთქვი – ელჩები არ უნდა დაემგვანონ გაეროში რუსეთის ელჩს ჩურკინს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ამბასადორიალზე დასწრებისას დარბაზში შესვლამდე განაცხადა, რომ საქართველოს ელჩები არ შეიძლება იქცეოდნენ, როგორც ვიტალი ჩურკინი, რომლიც არის რუსეთის წარმომადგენელი გაეროში. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ელჩები ხელისუფლების ყველა ქმედების გამამართლებელნი არ უნდა იყვნენ.
„არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა რუსეთის ელჩი გაეროში ჩურკინი. მათი ქმედებები დამაჯერებელი უნდა იყოს და ისინი არ უნდა იყვნენ ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯის, მათ შორის გაუზარებელი ნაბიჯების და არასწორი პოლიტიკის გამამართლებელნი“, – განაცხადა ჯაფარიძემ. აღნიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის შეურაცხყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები