მდინარაძე – ოპოზიციაზე: ჩვენი წალეკვა რომ უნდათ, გავიგეთ, ევროპული დინების საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან

ჩვენი წალეკვა რომ უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა პუნქტის შესრულებაზე, თუმცა, დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.

“დინების საწინააღმდეგოდ სიარულს, თან ,,ევროპული დინება,, დავარქვათ ამას, ევროპული დინების საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან. ჩვენს საწინააღმდეგოდ, სუბიექტური ინტერესები აქვთ, ჩვენი წასვლა უნდათ, წალეკვა უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან. ერთადერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული, ჩვენ ვპირდებით ყველა სხვა პუნქტს შევასრულებთ, ერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული და ამაში შეგვიწყონ ხელი. ამაზე მარტივი გადაწყვეტა ამის არ შეიძლება იყოს,” – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები