პუტინი: მზად ვართ, მსოფლიო ბაზრებს მარცვლეული მივაწოდოთ, პრობლემა ხელოვნურად არის გაბერილი

რუსეთი მზად არის, მსოფლიოს ბაზრებს მარცვლეული მიაწოდოს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა ხელოვნურად არის გაბერილი.

„კარგი მოსავალი იგეგმება. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს და იმ 37 მილიონი ტონადან, რომელსაც წელს ვაწვდით მსოფლიო ბაზარს, დიდი ალბათობით, 50 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდებას შევძლებთ”, – თქვა მან “BRICS პლუს” სამიტის მონაწილეებთან ვიდეოკონფერენციის დროს.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის, უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის შეუზღუდავი ტრანსპორტირება, მაგრამ კიევის კონსტრუქციული პოზიცია აკლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები