Postv: გიგა მაქარაშვილმა თბილისში 50 000-დოლარიანი ბინა შეიძინა

ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსეთთან კავშირში მხილებულმა, გიგა მაქარაშვილმა 23 ივნისს 50 000 აშშ დოლარად თბილისში ბინა შეიძინა, რომელიც მამაზე, არტემ მაქარაშვილზე გააფორმა, – ამის შესახებ ფეისბუქგვერდი postv-ანალიტიკა წერს.

“მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ელენე ხოშტარიამ რუსეთიდან გადმორიცხული თანხებით ბინა შეიძინა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი რადიკალური ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა,
რუსეთთან კავშირში მხილებულმა, გიგა მაქარაშვილმა 23 ივნისს 50 000 აშშ დოლარად თბილისში ბინა შეიძინა, რომელიც მამაზე, არტემ მაქარაშვილზე გააფორმა. რუსეთთან კავშირში მხილებული პირების მიერ დაანონსებული აქციების პარალელურად, ბინების შესაძენად დამატებითი თანხების მოძიების ფაქტი სერიოზულ ეჭვებს ბადებს”, – წერია postv-ანალიტიკას ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები