„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვებას გეგმავს“ – ვინ ლობირებს გადაწყვეტილებას?

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღეს საპარლამენტო მანდატების დატოვებას გეგმავენ. სააკაშვილის პარტია იმავეს გაკეთებაში არწმუნებს სხვა ოპოზიციონერებსაც, რომლებიც, ძირითადად, “ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან.

წყარო ოპოზიციაში “პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მანდატების დატოვების ინიციატივის ყველაზე აქტიური ლობისტები არიან ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია და ზურა ჯაფარიძე. ისინი ოპოზიციონერ კოლეგებს არწმუნებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, სხვა შემთხვევაში კი ოპოზიცია მარგინალიზაციის გზას დაადგება.

“მათი მხრიდან იყო არგუმენტები, რომ ექვს თვეში მართლა თუ მოხდა კანდიდატის სტატუსის მიღება, გამოდის, რომ ოპოზიცია საერთოდ “დაიბრიდება” და ,,ოცნების,, ანტურაჟი გახდება. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გავიდნენ პარლამენტიდან”, – ამბობს წყარო ოპოზიციის რიგებიდან.

“პრაიმტაიმისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილი და „ნაცონალური მოძრაობის“ უცხოელი ლიბისტებიც ეთანხმებიან და ითხოვენ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან, დატოვონ პარლამენტი.

როგორც წყარო ყვება,  “მანდატების დატოვების მომხრეები არწმუნებენ პარლამენტის წევრებს “ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ თითქოს ეს მითითება ამერიკელი მეგობრებისგან მოდის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები