დავით სერგეენკო: დეპოლარიზაცია ვერ მოხდება მხოლოდ ხელისუფლების მცდელობებით, რადგან ოპოზიციის აგრესიული ნაწილი ამას განიხილავს, როგორც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ერთადერთ გამოსავალს

დეპოლარიზაცია ვერ მოხდება მხოლოდ ხელისუფლების მცდელობებით, რადგან ოპოზიციის აგრესიული ნაწილი ამას განიხილავს, როგორც ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების კაპიტულაციის და რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ეს ნონსენსია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმაც კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშონ.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სპეციფიკური მოთხოვნა დაპირისპირების დეესკალაციაა, ერთგვარი დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაცია ვერ მოხდება მხოლოდ ხელისუფლების მცდელობებით, რადგან ოპოზიციის აგრესიული ნაწილი ამას განიხილავს, როგორც ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების კაპიტულაციის და რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ეს ნონსენსია. პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმაც კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშონ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მან ასევე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან არეულობისკენ მიმართული მცდელობები წარუმატებელი იქნება.

“დღევანდელ აქციაზე იქნება ქართული საზოგადოების ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების კიდევ ერთი გამოხატულება და ეს იქნება დომინანტი გზავნილი. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, არეულობისკენ მიმართული მცდელობები წარუმატებელი იქნება, რადგან წინა აქციებმაც გვანახა, რომ ეს იყო საზოგადოების მკაფიო გზავნილი, როგორც საქართველოს ხელისუფლებისადმი, ასევე მსოფლიოსადმი ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი ევროპული გზაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები