ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში (IEA) აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია, ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რომ ამ გზით უკრაინაში შეჭრის ფონზე დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს.
ბოლო დღეებში რუსეთმა ევროპაში გაზის ნაკადები მკვეთრად შეამცირა. კრემლში აღნიშნული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამოა აღჭურვილობის მომსახურების შეფერხებით ახსნა, ევროპამ კი, თავის მხრივ, მოსკოვი გეოპოლიტიკურ თამაშებში დაადანაშაულა.
როგორც Reuters-სთან საუბარში სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, „ამგვარი საქციელის გათვალისწინებით, მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი გააგრძელებს მიზეზების პოვნას ევროპაში გაზის მიწოდების კიდევ უფრო შესამცირებლად და შესაძლოა, მთლიანად შეწყვეტისთვისაც”.
საკონსულტაციო ფირმის Independent Commodity Intelligence Services-ის გაზის ანალიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ტომ მარზეკ-მანსერმა თქვა, რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს.
ამჟამად, ევროპის გაზსაცავები 55%-ით არის შევსებული. მაისში ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ნოემბრისთვის 80%-ით მათ შევსებას ნოემბრისთვის აპირებს.
თუმცა, რუსეთიდან გაზის ნაკადების შემცირებამ ევროკავშირის მიზნის მიღწევაში ეჭვები გააჩინა.
გაზსადენი Nord Stream 1, რომლითაც გაზი რუსეთიდან გერმანიაში მიედინება, ივლისში ტექნიკური სამუშაოებისთვის უნდა დაიხუროს.