მარნეული-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. საგზაო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს.

სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას. პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები