რიაზანის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი – ილ-76 ჩამოვარდა.
თვითმხილველების თქმით, ჩამოვარდნისას მას ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76-მა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
მათი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, 4 ადამიანია დაღუპული, დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან, თუმცა, უწყება მათ რიცხვს არ ასახელებს.