აშშ უკრაინას დამატებით 450 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაუგზავნის

შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას უგზავნის.

როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ახალი, $450-მილიონიანი დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით სარაკეტო სისტემებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესრელიზის თანახმად, პაკეტი მოიცავს ოთხ სარაკეტო – მაღალი მობილობის საარტილერიო რეაქტიულ სისტემებს, HIMARS; 105 მმ-იან 36 ათასს ტყვიას; არმიის საბრძოლო 18 მანქანას; 1200 ყუმბარმტყორცნს; 2000 ტყვიამფრქვევს; 18 საპატრულო ნავს, ასევე, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.

კირბის თქმით, უკანასკნელი მიწოდების ჩათვლით, უკრაინის დაცვაში აშშ-ის მიერ შეტანილი წვლილი 6,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები