საფრანგეთი რუსული გაზის იმპორტს აგრძელებს

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, აგნეს პანიერ-რუნაშეტმა განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთიდან გაზის იმპორტი შემცირებული აქვს, მაგრამ ის მაინც გრძელდება.

​ამის შესახებ მან BFMTV-ის ეთერში თქვა.

„დღეს ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვაგრძელებთ რუსული გაზის იმპორტს, მაგრამ – უფრო მცირე რაოდენობით“, – განაცხადა მინისტრმა.

პანიერ-რუნაშეტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს თეორიულად შეუძლია, რუსეთის გაზზე უარი თქვას და ეს დამოკიდებულია მიწოდებაზე ესპანეთიდან, ალჟირიდან და ნორვეგიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები