კახა კახიშვილი: ისტორიული დღეა – ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის

დღეს ისტორიული დღეა – ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ის ავანსი, რაც გაცემული იყო უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ უბედურებასთან, სადაც პირველ შემთხვევაში უკრაინაა ჩართული და მეორე მხრივ შესაძლებელია, მოლდოვაც იყოს. მაკრონმა თავად განაცხადა, რომ ეს იყო ვალი იმის ნაცვლად, რომ ვერ მისცეს ნატო-ს წევრობა და ვალდებულები ვიყავით, ეს ჟესტი გამოგვეცხადებინაო.

საქართველოსთან მიმართებით ცოტა რთული სიტუაციაა. ჩვენ აქეთ რეგიონში ვართ და ჩვენ გარშემო არც რუმინეთი, პოლონეთი და არც ლიტვა და ლატვიაა. ჩვენს რეგიონში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით იქ ტერიტორიულად, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე მივიღებდით ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები