პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურება

დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ბიუროს სხდომით დახურავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღეს, რაც, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საშემოდგომო სესიაზეც გაგრძელდება.

„საგაზაფხულო სესია იყო საკმაოდ ნაყოფიერი და იყო რთული გამომდინარე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან. იმ ფონზე, როდესაც უკრაინას მხარს ვუჭერდით ძალიან ბევრი შიდა კანონპროექტი მივიღეთ, ასევე შევუერთდით ძალიან ბევრ საერთაშორისო აქტს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს საშემოდგომო სესიაზე გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები