მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ – რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მოზანს

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ჩვენ რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს.

„ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს!… წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისა და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის!

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა გარკვეული დათქმებით მისცა, კანდიდატის სტატუსს კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები