ნინო ლომჯარია: ხვალიდან ყოველი დღე, წლის ბოლომდე, თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია – საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს!

ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საქართველომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

„რამდენმა იტირეთ დღეს? არა უშავს, დღეს ემოციები გვეპატიება, ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად.

საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს! სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს!“, – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები