ჯოზეფ ბორელი: საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას – ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი

საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული.

„საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს. ახლა ერთად ვიმუშავებთ საერთო გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მომავლის ევროკავშირში ასაშენებლად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები