კახა კალაძე: მაშინ, როცა უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე

დიდი მადლობა ევროპულ საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როცა უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე Twitter-ზე წერს.

„ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გარდამტეხ მომენტს!“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები