ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა – ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში

ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, საქართველო დაიბრუნებს დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში.

„ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები