მაკრონი: ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით
ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როცა დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა კომისიამ.
„ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ პრეზიდენტ მიშელთან ერთად, უკრაინასთან ერთად. ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს საბჭოს შორის და პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან ნათელ გზავნილს ვუგზავნიდით, რომ კონფლიქტის პირველივე დღიდან ევროპა გაერთიანებულიყო, ძალიან აქტიურად ხდებოდა რეაგირება ამ კონფლიქტზე პირველ რიგში სანქციებით, შემდეგ მაკროეკონომიკური და სამხედრო, ფინანსური მხარდაჭერით, პოლიტიკური ჟესტების თვალსაზრისით, ერთიანი ძლიერი გაერთიანებული ევროპა ასრულებდა მის წინაშე დასმულ ამოცანას. ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენი არჩევანით, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი და ასევე, საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როცა დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა კომისიამ. ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობისთვის. მოლდოვას თვალსაზრისით, ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ მოლდოვას პოზიციას – ეს იქნება ხანგრძლივი გზა ძალიან ბევრი პირობა და ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.