შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა

პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა.

„პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ქვეყნის მოსახლეობისთვის – ფუნდამენტური რეფორმების წარმოება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ მიაღწიონ პროგრესს, გამომდინარე კომისიის მოხსენებიდან, სამუშაოდან, მე დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა.

მე ვიცი, რომ მათ იციან, რა არის საჭირო, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ჩვენ ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ, და ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც გააკეთა საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის თავისუფალი არჩევანი თავისუფალი სამყაროს ფუნდამენტური პრინციპების, დემოკრატიული პრინციპების და ჩვენ გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, სწორი მიმართულებით რომ იმოძრაოს ქვეყანამ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები