სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს – კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს ერთიანობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს ერთიანობას და ევროკავშირის და ყველა წევრი სახელმწიფოს ნებას.

„ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ იმედის დღეს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს ერთიანობას და ევროკავშირის და ყველა წევრი სახელმწიფოს ნებას.

ჩვენ სამი ასოცირებული წევრი ვართ ერთად ევროპულ გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები