საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი Twitter-ზე წერს, ისტორიულმა გადაწყვეტილებამ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სტაბილური მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს.
„ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. დაე, ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენს მეგობარ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სტაბილური მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.