შარლ მიშელი: ევროკავშირის საბჭომ ახლახან გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას

ევროკავშირის საბჭომ ახლახან გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს ისტორიული მომენტია.

„დღეს გადამწყვეტი მომენტია თქვენს გზაზე ევროკავშირისკენ. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, მაია სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები