სალომე ზურაბიშვილი: ისტორიული დღე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია – მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ

ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები