ურსულა ფონ დერ ლაიენი – დღეს ევროპას კარგი დღე გაუთენდა! ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს

დღეს ევროპას კარგი დღე გაუთენდა! ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს! – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები მათი ევროპული ოჯახის ნაწილია.

„დღეს ევროპას კარგი დღე გაუთენდა! ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს!

თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ამას ადასტურებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები