პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და 76 ხმით, ერთხმად მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიღებული ცვლილებით წესრიგდება იმ ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება კანონის კონკრეტული ნორმით  განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები